აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ტემი ბრიუსს ჟურნალისტებმა ჰკითხეს „საქართველოში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ჰქონდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოში მმართველ პარტიასთან რაიმე სახის კომუნიკაცია“, რაზეც ტემი ბრიუსსმა უპასუხა, რომ „ამ კითხვას უკან დაუბრუნდებიან და პასუხი იქნება“.
„მსურს, რომ ამ კითხვას ვუპასუხო. ჩვენ ამას უკან დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება“, – განაცხადა ტემი ბრიუსმა.