8 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. აღმოსავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +8, +13°.
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექი იქნება, მაღალმთაში თოვლის სახით, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნისლი.
იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით 0, +5°; დღისით +5,+10°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +2, +7°-მდე.
