LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქაზე ახალი პარკის გაშენება იგეგმება

325

თბილისში, თემქაზე შესაძლოა, ახალი პარკი გაშენდეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის დამფუძნებელმა, მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გენ.გეგმის ეს შეთავაზება დედაქალაქის მერიამაც მოიწონა, თუმცა საბოლოო პროდუქტი მიღებული არ არის და გადაწყვეტილებაზე „ბეჭედი არ დაუსვამთ“.

პარკის გაშენება ორ საცხოვრებელ მიკრორაიონს შორის არსებულ აუთვისებელ ხევში იგეგმება.

„თბილისში ათეულობით წლებია დიდი მასშტაბის პარკი არ გაშენებულა. ეს ვარიანტი მერიამ მოიწონა და ვნახოთ, როგორც მოახერხებენ ამის გაკეთებას. დაფინანსებას მოიპოვებენ თუ ბიუჯეტიდან დააფინანსებენ პარკის მშენებლობას, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, ეს საინტერესო უნდა იყოს ბიზნესმენებისთვისაც და ამის ნათელი მაგალითი მთაწმინდის პარკია.

„ჩვენთან რატომღაც თვლიან, რომ საპარკო ზონა არ შეიძლება მომგებიანი იყოს, მაგრამ მთაწმინდის პარკი კარგი მაგალითია იმისა, რომ რეკრეაციული ზონა ბიზნესის კუთხითაც მომგებიანია“, – განაცხადა სალუქვაძემ “ფორტუნასთან”.

აღსანიშნავია, რომ ზღვასთან ახლოს არსებული 10 ჰექტარამდე აუთვისებელი ტერიტორია მუნიციპალური საკუთრება აღმოჩნდა, რაც თბილისისთვის იშვიათი მოვლენაა.

 „კარგია, რომ ეს ტერიტორია შენობებისგან გადარჩენილია. პროექტი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა არა შეუძლებელთან“, – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ თბილისში 1 სულ მოსახლეზე მხოლოდ 3 კვ.მ საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორია მოდის, რაც ძალიან ცოტაა. ნორმა ერთ სულ მოსახლეზე 15–20 კვ.მ–ია.

თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, გათვალისიწნებულია, რომ დედაქალაქში გამწვანებული ტერიტორიის ნაწილი ნორმას მიუახლოვდეს და ერთ სულ მოსახლეზე 12–13 კვ.მ–ზე ავიდეს.

 

 თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g