თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონში, CO-თი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა, მათ შორის ორი ბავშვია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვები იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა, დანარჩენი ოჯახის წევრები კი – მეხუთე საავადმყოფოში.
ექიმების განცხადებით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.