თემქაზე მშენებარე შენობის მეორე სართულიდან 26 წლის მამაკაცი გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ჩაფხუტი არ ეხურა. დაცვის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ დაშავებულს შესაძლოა, საქამრე გაუტყდა და ამიტომ ჩამოვარდა.
ახალგზარდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.