LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქის მედიათეკაში, „60+ კლუბში“, პროექტის ავტორთა შეხვედრა გაიმართა

593
თემქის მედიათეკა

25 აპრილს, თემქის მედიათეკაში არსებულ „60+ კლუბს“ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების დირექტორი ნინო ანჯაფარიძე, თურქეთის საერთაშორისო განვითარების პროგრამის თბილისის ოფისის კოორდინატორი ზეინაბ ბაირაკი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე და მოსახლეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორი ანა ცქიტიშვილი სტუმრობდნენ.

ზეინაბ ბაირაკთან შეხვედრა კლუბის მუშაობის სპეციფიკის გაცნობასა და მისი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითვალისწინებდა, რაც სამომავლო თანამშრომლობას დაუდებს სათავეს.

„თემქის მედიათეკაში „60+ კლუბი“ ორიოდე კვირის წინ გაიხსნა და უკვე ორმოცდაათამდე წევრი გვყავს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისი საჭირო და დროულია. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა უკვე ნათელია. იმედი მაქვს, ჩვენი კლუბის წევრები მალე მიიღებენ მათი აქტივობისთვის საჭირო დამატებით საშუალებებს. რაც შეეხება კლუბის მომავალს, აქტიურად ვმუშაობთ, რათა აღნიშნული მუნიციპალური სერვისი თბილისის სხვა რაიონების მოსახლეობასაც შევთავაზოთ“, – ამბობს გაერთიანების დირექტორი ნინო ანჯაფარიძე. 

წევრობაზე დაფუძნებული კლუბი უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცეა და აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად, რათა 60 წელს გადაცილებული ადამიანების ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს,

კლუბის წევრებისთვის დაგეგმილია როგორც ყოველდღიური, ისე დამატებითი აქტივობები: ცეკვა, ხატვა და მათი ასაკობრივი კატეგორიისთვის სპეციალურად შემუშავებული ვარჯიშები. ასევე, გაიმართება ერთჯერადი ღონისძიებები, მასტერკლასები და სხვადასხვა სახის შემოქმედებითი აქტივობა.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებითა და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g