LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TEMU-დან საქართველოში ამანათების გამოწერის მაჩვენებელი იზრდება

168
TEMU

ონლაინ სავაჭრო პლატფორმა TEMU სულ უფრო და უფრო დიდ პოპულარობა იძენს ქართველ მომხმარებლებს შორის. აღნიშნული პლატფორმის პარტნიორი გადამზიდავი კომპანიები საქართველოდან უკვე საუბრობენ ქვეყანაში ამანათების გამოწერის მზარდ მაჩვენებელზე, კერძოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოწერების რაოდენობა 30-40%-ითაა გაზრდილი.

TEMU კომპანია Pinduoduo Inc.-ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც უამრავ პროდუქტზე სოლიდურ ფასდაკლებას გთავაზობთ.

TEMU-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ჭურჭელი, ტექნიკა, შინაური ცხოველების ნივთებიც კი, არჩევანი უსაზღვროა. ყველა ეს პროდუქტი ჩინური ქარხნებიდან და საწყობებიდან იგზავნება.

აღსანიშნავია, რომ TEMU-ს მთავარი ბაზარი აშშ-ია. როგორც ირკვევა, App Store-დან და Google Play-დან აშშ-ში ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული უფასო აპლიკაცია არა TikTok, Youtube ან Instagram, არამედ TEMU-ა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები