კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა თემებთან ერთად მის გარდაცვლილ მშობლებზეც ისაუბრა.
„ყველაზე მეტად მშობლები მენატრება. უკვე დიდი ხანია, რაც გარდაიცვალნენ და ალბათ, ყველაზე მეტად დედაჩემი და მამაჩემი მენატრება. ყველაზე ახლო ადამიანები ჩემთვის.
ალბათ, ყველაფერს გავიღებდი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ცოცხლები მენახა.
ყველაზე მეტად მშობლები მენატრება – თემურ ქეცბაია #ნოესთან
▶ ყველაზე მეტად მშობლები მენატრება
▶ ყველაფერს გავიღებდი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ცოცხლები მენახოსთემურ ქეცბაია #ნოესთან
სრული გადაცემა https://bit.ly/ketsbaiaPosted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on კვირა, 25 სექტემბერი, 2022
მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები. როდესაც თბილისში ჩავდივარ, პირველი რაც უნდა გავაკეთო, ყოველთვის მახსოვს, რომ მშობლების სასაფლაოზე ავიდე.
მშობლები ყოველთვის გვიყვარს და გვემახსოვრება“, – აღნიშნა თემურ ქეცბაიამ.