თემურ თათარაშვილმა გია ჯაჯანიძის „სხვა რაკურსში“ საკუთარი ყველაზე დიდი კომპლექსის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჰქონდა მოლოდინი, რომ საზოგადოება მასზე ცუდად იფიქრებდა და ნარკომანს დაუძახებდნენ, თუმცა ეს შიშები არ გამართლდა და ნელ-ნელა, კომპლექსიც მოეხსნა.
თემურ თათარაშვილი:
მქონდა ერთი დიდი კომპლექსი, იმ ცუდი პერიოდიდან მოყოლებული, როცა გამოვედი ციხიდან. როგორ მიყურებს ხალხი? – სულ ვფიქრობდი, ახლა ვიღაც ფიქრობს, ფუ, ეს ნარკომანი… მქონდა ეს, მაგრამ ისევ ხალხმა გამომიყვანა ამ კომპლექსიდან, თორემ საშინელი კომპლექსი მქონდა, როგორ მიმიღებს ხალხი მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ვარ ნარკომანი… უფრო სწორად, ვიყავი… ტფუ, ტფუ, ტფუ…