რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში თემურ თათარაშვილის სიმღერის „ბათუმში“ პრემიერა შედგა. მომღერალმა კარიერული სიახლეები და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა.
თემურ, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში, დაგეგმილია თუ არა კონცერტები?
აგვისტოში ბევრი კონცერტი მაქვს დაგეგმილი. გავაკეთე ახალი სიმღერაც. გიგა კუხიანიძემ დამირეკა, მოდი, ექსპერიმენტი ჩავატაროთო. მოსასმენად რომ მივედი, კი გამიკვირდა, ეს სიმღერა რომ შემომთავაზა და ვუთხარი, გიგა, მე ამას ვერ ვიმღერებ-მეთქი. გიგამ მითხრა, ვიცი, რომ შენ ზუსტად იმღერებ და უნდა ჩავწეროთ, გამომყევიო. მე მგონი, ძალიან კარგი გამოვიდა. ტექსტი ირინა სანიკიძის არის, არანჟირება და მუსიკა გიგა კუხიანიძის. იდეის ავტორიც, რა თქმა უნდა, გიგა არის.
ასევე, „ჰერიოსთან“ ერთად ჩავწერე ძველი, ლეგენდარული „აღმაშენებელი“, რომელიც ძალიან კარგი ვერსია გამოვიდა. სიმღერის არანჟირება ცირა ბზიშვილმა გააკეთა.
თემურ თათარაშვილი – ბათუმში
გადაცემის ჩანაწერი