თემურ თათარაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოებით აწყობილი ვიდეო გამოაქვეყნა თავისი რეპერტუარის ახალ ნამუშევარზე, სახელწოდებით „ამოგიჩემე“. თემურის ახალ სიმღერაზე იმუშავეს ნატო გელაშვილმა და ცირა ბზიშვილმა და მომღერალს დაბადების დღის წინ მიუძღვნეს უკვე დასრულებული ნამუშევარი. თემურ თათარაშვილი 20 მარტს არის დაბადებული.
მომღერალი წერს:
„დაბადების დღის პირველი საჩუქარი ნატო გელაშვილის და ცირა ბზიშვილისგან “ამოგიჩემე“ 20 მარტს ვერ დაელოდნენ“.