LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tendlight-მა პანდემიამდე არსებული ფასები შეინარჩუნა – ფრანგული გასაჭიმი ჭერი არ გაძვირებულა

1220
92934591-639587533289561-7835452328655192064-n

მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში შექმნილი რთული ვითარებისა და საგენგებო მდგომარეობის მიუხედავად,  კომპანია Tendlight-მა მომსახურებასა და სარეალიზაციო პროდუქციაზე პანდემიამდე არსებული ფასების შენარჩუნება შეძლო. Tendlight უკვე კარგად ცნობილი კომპანიაა მათთვის, ვინც გამუდმებით თვალყურს ადევნებს, ინტერესდება ინტერიერის დიზაინით და ამ  სამყაროში მუდმივად ცვალებადი ტენდენციებით. ამ ტიპის მომხმარებლისთვის უკვე ცნობილი იქნება ასევე, თუ  რა არის ე.წ ბარისოლი, რომელსაც მეორენაირად, გასაჭიმ ჭერსაც უწოდებენ და რომლის რეალიზაციასაც  Tendlight ახდენს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მამუკა მაჭარაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას განაცხადა, ლარის კურსის არამდგრადობისა და საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი ცვლილებების მიუხედავად, კომპანიის მენეჯერებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ ძველი ფასი და ისედაც ეკონომიურ კრიზისში აღმოჩენილი მომხმარებლებისთვის, ზედმეტი ხარჯებით არ გაერთულებინათ მდგომარეობა.

ამასთან, მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ Tendlight მომხმარებლს სიახლეებით დაუბრუნდა და ისედაც მრავალფეროვანი შეთავაზებები, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.

„Tendlight ამჯერად, ამიერკავკასიაში ერთადერთი და ხარისხის თვალსაზრისით, უალტერნატივო  დასაპრინტი დანადგარით დაუმზადებს მომხმარებელს, ზუსტად ისეთ ჭერს,  როგორსაც მოითხოვს და ნებისმიერ ფოტო-სურათს დაატანს საუკეთესო, მხოლოდ ევროპული, პრემიუმ ხარისხის მასალას.

ჩვენი კომპანია მომხმარებელს ანებივრებს და სთავაზობს მასალის  მრავალფეროვან ფაქტურას,  იქნება ეს გლუვი  – ე.წ მატი ეფექტი, პრიალა (იგივე გლოსი) თუ სარკის ეფექტი… მომხმარებელი შეზღუდული არ არის ფერთა შერჩევის დროსაც, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ აუცილებლად გაჩვენებენ ფერების კატალოგს, შეგიძლიათ, ბუნებაში არსებული ნებისმიერი ფერი ისურვოთ და დარწმუნებული იყავით, ნამდვილად არ გაგაწბილებთ“, – აცხადებს Tendlight-ის დამფუძნებელი მამუკა მაჭარაშვილი.

მისივე განმარტებით, კომპანია ერთადერთი, რაშიც მომხმარებელს ზღუდავს, არის მასალის ხარისხის შერჩევა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ ერთ, მხოლოდ პრემიუმ ხარისხის მასალას. როგორც მამუკა მაჭარაშვილი აღნიშნავს,  ეს უკანასკნელი,  მათთვის ყველაზე პრიორიტეტულია რადგან, Tendlight-ის  წარმატების საწინდარი კმაყოფილი მომხმარებელია, რომელიც ყოველთვის ნდობით აჯილდოვებს მათ, გაწეული სამსახურისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g