LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე: „ბივალენტური“ ვაქცინები საქართველოში უმოკლეს დროში შემოვა

168
]90]9]

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, „ბივალენტური“ ვაქცინები საქართველოში უმოკლეს დროში შემოვა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ე.წ. ბივალენტური ვაქცინები საიმედოდ იცავენ, როგორც „დელტა“ შტამისგან, ისე „ომიკრონის“ უმეტესი სუბვარიანტებისგან.

„დიახ, ჩვენთან „ბივალენტური“ ვაქცინები ჯერ არ არის, თუმცა მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და არის რეალური მოლოდინი, რომ ეს ვაქცინები საქართველოში უმოკლეს დროში შემოვიდეს. თუ მოსახლეობის რომელი ჯგუფებისთვის იქნება ახალი თაობის ვაქცინები რეკომენდებული და ხელმისაწვდომი, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო და NCDC მუშაობენ და მოსახლეობა დროულად იქნება ინფორმირებული.

სტანდარტული ვაქცინები ე.წ. ბუსტერ დოზების ჩათვლით საიმედოდ იცავენ ადამიანს „დელტა“ შტამისგან, მაგრამ გაცილებით ნაკლებად „ომიკრონისგან”. რაც შეეხება ახალი თაობის ე.წ. ბივალენტურ ვაქცინებს, ისინი საიმედოდ იცავენ, როგორც „დელტა” შტამისგან, ისე „ომიკრონის“ უმეტესი სუბვარიანტებისგან (BA4, BA5, BQ1, BQ1.1 და სხვ.). რაც შეეხება XBB1.5 სუბვარიანტს, ახალი „ბივალენტური“ ვაქცინები ადამიანს მისგანაც იცავენ, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან“, – განაცხადა ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

„ახლა უკვე გვიანია.. საქართველოში დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის აცრილი“ – გიორგი ფხაკაძე ბივალენტურ ვაქცინასა და „კრაკენის“ საფრთხეებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g