LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე: მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ გამო, მოხდეს შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება – ისევ ავალთ 4000-ზე, 5000-ზე, შეიძლება 10000-ზეც

449
tengiz-cercvadze-1

“მიიღება ყველა ზომა, რომ „ომიკრონი“ არ გავრცელდეს, იკვლევენ მათ კონტაქტებს, ცდილობენ მათ იზოლირებას, მაგრამ მსოფლიომ უჩვენა, რომ ეს შეუძლებელია,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის ვარაუდით, არაა გამორიცხული, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა 4-5 ათას ისევ მიაღწიოს.

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი

„საქართველოშიც სამწუხაროდ გავრცელდება და გვექნება ახალი გამოწვევა. მეტნაკლებად იყო სტაბილურობა ახლა. 2, 3 ათასზე მეტი შემთხვევა ახალი არ იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დაბალია ვაქცინაციით მოცვა, დაბალია პირბადეების გამოყენება, მაინც მოხერხდა სტაბილიზაცია. დღესაც 2000-ზე ცოტა შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში მოხდება ისევ მნიშვნელოვანი მატება, ისევ ავალთ 4000-ზე, 5000-ზე, შეიძლება 10000-ზეც“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g