„პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და დასამტკიცებლად განიხილება.
„რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენთან იძახე შენ – არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია“,- განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.