LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკგვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

181
cercvadze-0

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის „ფეისბუქ“ გვერდი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკგვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

„სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ფეიკგვერდები შექმნეს. ასეთ ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ინფექციურ საავადმყოფოში covid-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა!

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

გთხოვთ, არ დაიჯეროთ ეს სიყალბე და ენდეთ მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომელიც გადამოწმებულია და სანდო!“ – აცხადებენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.

https://www.facebook.com/aidscenter.ge/posts/2576900889246958

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g