LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ შარმანაშვილი: „აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იმდენად დააზიანა, გამოსწორება ძალიან რთული იქნება – ეს რთული, მაგრამ დაძლევადი პროცესია“

110
თენგიზ შარმანაშვილი

„აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ქართულ – ამერიკული ურთიერთობები იმდენად დააზიანა, გამოსწორება ძალიან რთული იქნება – ეს რთული, მაგრამ დაძლევადი პროცესია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებებზე გააკეთა.

„ერთია რას ვიტყვით ჩვენ და ჩვენი პრეზიდენტი, მეორეა რას იტყვის თავად ამერიკის საგარეო უწყება. მისმა სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ში ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრები შედგა და ამ ნაბიჯებს როგორც წინ გადადგმულს ისე უყურებენ. ასეთი განცხადებები ამერიკელების მხრიდან ოპტიმიზმს გვმატებს – ეს რთული, მაგრამ დაძლევადი პროცესია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგულისხმება თუ არა დაძლევად პროცესში ურთიერთობების გადატვირთვა, შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ „აუცილებლად, რადგან ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მსოფლმხედველობა საქართველოსას დეტალებშიც კი ემთხვევა“.

„ის ცნობილი თარიღიც კი, რომელიც ჩვენთან ოჯახის სიწმინდის თარიღად გამოვაცხადეთ, იქაც ლოცვის თარიღად გამოცხადდა. დეტალების დონეზეც კი საერთო მსოფლმხედველობა გვაქვს, რაც დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან შედეგს მოიტანს. საქმის გაფუჭებაა ადვილი, თორემ შემდეგ ამის შემოტრიალება რთულია. აქ ურთიერთობები ერთჯერადად კი არა მთელი სპექტრით გაფუჭდა, მაგრამ ნელ-ნელა ვიწყებთ აღდგენას“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ იტალიის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე, „ჯეი დე ვენსი მოგვესალმა და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტხანს შეჩერდა ჩვენთან და უფრო სიღრმისეული გამოდგა საქმიანი საუბარი“. მისივე თქმით, მარკო რუბიომ საუბრისას აღნიშნა, რომ „დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში” და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ აღდგეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g