პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ეხმაურება „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას გერმანიის ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაში არსებული სახლის ქირავნობასთან დაკავშირებით.
თენგიზ შარმანაშვილი მიმართავს მამუკა ხაზარაძეს, რომ „სწორედ ის იყო, ვინც სახელმწიფოს უჩივლა და მას ფულს ართმევდა, ამიტომ ნუ ამადლის ქვეყანას იმას, რომ კანონით დადგენილი გადასახადი გადაიხადა“.
„ეს მართლა გავიდა ყველა ჩარჩოდან. ეს არ იყო, ქართულ სახელმწიფოს რომ უჩიოდა და მილიარდ დოლარზე გაცილებით მეტს ართმევდა საქართველოს? წააგო პარიზის არბიტრაჟი? წააგო. გადახადა დაკისრებული თანხა? გადაიხადა. და ეს ზრუნავდა სახელმწიფოზე ოდესმე? უაზრო ნარატივი, რამდენი შეიტანესო ბიუჯეტში. მილიონები არა, რაც საშემოსავლო იყო, იმდენი. მერე? რას გვამადლი გადასახადების გადახდას, როდესაც ხელისუფლებასთან გარიგებით შავბნელ სქემებში მონაწილეობდი? სასამართლოს განაჩენით თაღლითური სქემების გამოყენება არ დაუდასტურდა? დაუდასტურდა. ეს არ იტყუებოდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხება ხელისუფლების ბრალიაო? მერე რა თქვა ორმა საერთაშორისო არბიტრაჟმა? ტყუისო, ეს თქვა. ჰოდა, ნუ გვამადლი იმას, რომ კანონით დადგენილი გადასახადები გადაიხადე რაღაც დოზით. სხვა რას აკეთებდი, ეს საერთაშორისო არბიტრაჟმა და ქართულმა სასამართლომაც დაადგინა. ჯერ ეს არის საკმარისი. სვავი მაინც არ ვყოფილვარ არასდროს“, – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
ეს მართლა გავიდა ყველა ჩარჩოდან. ეს არ იყო, ქართულ სახელმწიფოს რომ უჩიოდა და მილიარდ დოლარზე გაცილებით მეტს ართმევდა…
Posted by Tengiz Sharmanashvili on ორშაბათი, 04 აგვისტო, 2025