თენგო გოგოტიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. ტელეჟურნალისტმა ჩამოწერა ყველაფერი ის, რასაც გააკეთებდა იმ შემთხვევაში, რამდენიმე მილიარდის მფლობელი რომ იყოს:
„მე რომ 5 მილიარდი მქონდეს…
ჩემს ბანკს რომ წლიურად 300 თუ 700-პროცენტიანი მოგება მოჰქონდეს…
ბიტკოინების ქარხანა რომ სულ უფასოდ “მიბეჭდავდეს” ფულს…
სან-მარინოს საპატიო კონსული რომ ვიყო, დიპლომატიური პასპორტითა და ხელშეუხებლობით…
ერთხელ მაინც ხომ გავიდოდი ქვეყნიდან ამდენი წლის განმავლობაში?
“პინკ-ფლოიდს” შევკრებდი და ჩემი ძმაკაცებისთვის ცალკე კონცერტს გავამართვინებდი!
AC/DC-ს წარმოდგენას ჩავატარებდი შუშის სასახლეში!
“რალი-დაკარში” მივიღებდი მონაწილეობას რამე გრანდიოზული ჯიპით!
მარჯნის რიფთან ჩავყვინთავდი ბატისკაფითა და აკვალანგით!
არქტიკა/ანტარქტიდაზე წავიდოდი და საქართველოს დროშას ჩავარჭობდი პოლუსზე!
ტიბეტში წავიდოდი ბერებთან სასაუბროდ!
ელონ მასკთან ვიძმაკაცებდი და ერთ საათს მაინც გავატარებდი კოსმოსში თუნდაც ექსპერიმენტული რაკეტით!
ჩამოვიყვანდი საუკეთესო საზღვაო არქეოლოგებს, მაგალითად, საფრანგეთიდან და ფაზისს ვაპოვნინებდი!
პარაშუტით გადმოვხტებოდი ჯერ საკუთარი ვერტმფრენიდან, შემდეგ სტრატოსფეროდან!
დროდადრო წვერს ინით შევიღებავდი და ღამ-ღამობით ქუჩა-ქუჩა ვივლიდი – რა იცი, რას ამბობენ.
პამპლონაში წავიდოდი იმ იდიოტურ დოღზე!
“ბირფესტზე” ჩავიდოდი და მთელი წლის სამყოფ ლუდსა და “ჰაქსეს” ჩავიდგამდი!
ვულკანში ჩავიდოდი!
ევერესტზე ავიდოდი – თავს მაინც ავატანინებდი შერპებს!
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს მაინც დავესწრებოდი, თუ მთელ ტურნირს არა!
მონიკა ბელუჩის გავიცნობდი და ანჯელინა ჯოლის – ქმრებთან დაცილების შემდეგ იქნებ, ჩემი ნუგეში სჭირდებათ?!
ნიჩბებიანი თუ არა, აფრიანი თუ არა, ძრავიანი ნავით მაინც შემოვივლიდი დედამიწის გარშემო!
დავაფინანსებდი მართვადი რაკეტების შექმნა-წარმოებას, სულ ცოტა 800-კილომეტრიანი რადიუსით!
შევქმნიდი და შევინახავდი პროქართულ ოპოზიციას ღრუსეთში, სოხუმში, ცხინვალში, ერევანში, ბაქოსა და სტამბოლში!
და არ გავაჭაჭანებდი არც ერთ განცხადებას, რომ ბავშვს სჭირდება სამკურნალო ფული!
ყოველდღე მემახსოვრებოდა, რომ ერთხელ ვცხოვრობ და, რაკი მაქვს შანსი, ბევრი ვნახო და განვიცადო, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო!
მე რომ 5 მილიარდი მქონდეს…
………….
ჰოდა, გამოდი ბუდკიდან!
ადე, ნახე ქვეყანა! იცხოვრე!
რაის ჯაჭვისმწყვეტელი თალაკვაძე?! რაის დაუვარცხნელი კობახიძე?! რაის მრეცხავი მათიკაშვილი?! რაის მართლმადიდებელი კომუნისტი გავრილოვი?! რაის პატრიარქის დამხობა? რაის ბავშვების თვალების თხრა?
რით ერთობი? რით ივსებ დღეებსა და წლებს? რა ფიქრებით იღლი თავს?
ვის მონობასა და დითირამბებს ყიდულობ “ქართუს” ყოველთვიური ხელფასით – რეზო ამაშუკელისა და გივი სიხარულიძის?
არასდროს მოგსვლია თავში მარტივი ფორმულა – “და ნუ იხ ნახუი!”?
მოვა სიკვდილი უპირო და რას ეტყვი?
63 წლის კაციც არ ფიქრობ, რომ ისეთივე მიწად იქცევი, როგორც ვინმე ბოგანო და ჯიბეგაფხეკილი?
ათეისტი კი ხარ და არ გწამს, მაგრამ ღმერთის არ გეშინია მაინც?
და რას გაიხსენებ ბოლო წამს – კალაძის შუათითს?“