გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა მანანა მენაბდეს ემოციურ სტატუსს უძღვნის.
ამის შესახებ თეონა სოციალურ ქსელში წერს.
„გავიდა მთელი დღე თქვენს გარეშე…
რა სიცარიელეა…
ზუსტად ვიცი, ვერავინ ვერ ამოავსებს ამ სიცარიელეს…
ეს, თქვენი ადგილია დედამიწაზე!
ხელუხლებელია!
….და ასეც უნდა იყოს!“ – წერს თეონა ცირამუა.
მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ეპოქა, რომელსაც მანანა მენაბდე ერქვა – სიმღერა, რომელიც ჩვენს გულებში განაგრძობს სიცოცხლეს

