მწერალი თეონა დოლენჯაშვილი ელენე ხოშტარიას მიმართავს, რომელიც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს და სთხოვს მას, ეს პროცესი შეწყვიტოს.
გთავაზობთ დოლენჯაშვილის სტატუსს:
„Helen Khoshtaria ვიცი, ასეთი თხოვნები რომ არ მიიღება, მაგრამ ძალიან გთხოვთ, მთელი გულით და შეგნებით გთხოვთ, შეწყვიტოთ შიმშილობა?❤️ შვილებს, ქვეყანას, ჩვენ ყველას ჯანმრთელი და ძლიერი გვჭირდები!
ისიც ვიცი, რომ თქვენს შიმშილობას სხვა ძალა და მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ ოდნავ მაინც შეიძლება ამ რთულ ვითარებას გავუმკლავდეთ, ჩაგენაცვლებით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მძიმე მისიას. აღარ ვიცი, რა ვთქვა და რა მოვიფიქრო.. მართლა აღარ ვიცი…
#გადაიყვანეთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში! #გადაარჩინეთსიცოცხლე!“