„კონცეპტART“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეონა ჯორბენაძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის, ვიდეოს და წერს, რომ აღნიშნული ინტერვიუ, რომელიც მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, მისთვის „უკიდურესი ზღვარია“.
„ერთ-ერთი რაც არასდროს ჰყვარებია დავით დოიაშვილს ინტერვიუები და საჯარო გამოსვლებია. რამდენი პროექტი შეგვიქმნია ერთად და ძალიან საჭირო რომ ყოფილა სცენაზე გამოსვლაზე მაშინაც ვერ დამითანხმებია.
„განსხვავებული“ აზრის ხალხმაც იცის, რომ ეს მისთვის უკიდურესი ზღვარია, სხვა გზა არ დაუტოვეს. არ დანახვით, არ მოსმენით, ციხეში გამოკეტილი უდანაშაულო არტისტების საქმეების კერვით, ისეთი რეალობა შექმნეს, თეატრში დარჩენა უსამართლობით გაგუდვას რომ ნიშნავს.
თუ ვინმეს შერჩა გონი, კონკრეტულ ნაბიჯებზე ფიქრი ურჩიეთ, ისედაც ვიწრო გზაა დარჩენილი უკან დასაბრუნებლად, არ ღირს სრულად გაშიფრული ტროლ-ბოტობის ჰაჰაობის იმედად ყოფნა.
შიშების გაცოცხლების იმედზეც ნუღარავინ იქნება, შიშების დროც დასრულდა“, – წერს თეონა ჯორბენაძე.
TV პირველთან ინტერვიუში დავით დოიაშვილი აღნიშნავს, რომ მათ მიმართეს პროკურატურას, გადაეხედათ დაკავებული ბიჭების საქმისთვის, მაგრამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. როგოც დოიაშვილი ამბობს, ისინი აპირებენ ყველა აჩვენონ სოლიდარობის მაგალითი.
„აწი ნახავთ რა ძალა აქვს თეატრს, ყველა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან, ვაჩვენებთ სოლიდარობას და ნახავთ, რომ შეგვიძლია დავიცვათ ერთმანეთი“, – ამბობს დავით დოიაშვილი.