LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა მარკოიძემ კოვიდი დაამარცხა: “გარედან მეც ადვილი მეგონა, მაგრამ ვისაც ეს ტანჯვა მხარ-თეძოზე წოლა ჰგონია, ძალიან ცდება…”

193
teonamarkoidze201127

თეონა მარკოიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, როგორ დაამარცხა კოვიდინფექცია. ის მადლობას უხდის ექიმებს და ყველას აფრთხილებს, როგორი მნიშვნელოვანია თავდაცვის საშუალებები.

“გამარჯობა, მე ვარ თეონა მარკოიძე, 26
წლის მკურნალობა გავიარე ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში.

მინდა გითხრათ ყველას, რომ ნადვილად არსებობს კოვიდ19. ამაში უკვე დავრწმუნდი და მოუწოდებ ყველას, რომ პირველ რიგში, დაიცვას საკუთარი თავი და გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას და მერე ყველა ჩვენი გარშემო მყოფებისას… ატარონ პირბადე და დაიცვან ყველა წესრიგი… ამით გადაარჩენენ საკუთარს და სხვების სიცოცხლესაც…

დასრულდა ჩემი 12-დღიანი კარჩაკეტილობა. არ ყოფილა მარტივი, არც ვირუსთან ბრძოლის პირველი დღეები და არც 10 კვადრატში გამომწყვდევა… გარედან მეც ადვილი მეგონა, მაგრამ ვისაც ეს ტანჯვა, მხარ-თეძოზე წოლა ჰგონია, ძალიან ცდება… ძალიან მყარი ფსიქიკაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი მსუბუქად “გადაიტანო”.

არც ვირუსია მარტივი. ვერ გადმოვცემ, რანაირად ტანჯავს და ებრძვის ადამიანს 8 დღის განმავლობაში: სულს ხდის, ფიტავს და აცლის ყველაფერს…

პირბადესაც ვხმარობდი და ჰიგიენის წესებსაც ვიცავდი, ზომაზე მეტად, მაგრამ ვერ ავცდი. ალბათ, ასე იყო საჭირო და მგონია, რომ კარგ დროს მოვიხადე “სახდელი”.

ბევრი რამე და ვინმე გადავაფასე ამ 12 დღეში და მადლობა კოვიდს ამისთვის. ბევრს არ ვილაპარაკებ. საქმით ვეცდები გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ მადლიერება, რომელიც გამუდმებით ჩემი ბედით ინტერესდებოდა.და
ბოლოს არ შემიძლია არ ვთქვა და არ აღვნიშნო მათი გმირობა. კლინიკაში ყოფნის დროს, ყოველდღე მაოცებდა მათი ენერგია, პოზიტივი და თავდაუზოგავი შრომა – დილის 8 საათიდან ღამის 12-მდე და ზოგჯერ მთელი ღამეც. ერთ თხელ ხალათში, სკაფანდრის გარეშე, მძიმე პაციენტებს სულ სიცილ-ხარხარით რომ უვლიდნენ, იქეთ წამალს ასმევდენ, აქეთ არტერიას ამოწმებდენ. ამასობაში გვერდითა პალატიდან ეძახდნენ – არიქა, ლარისა,.მეგი, ეკა, გადასხმა დასრულდა მოხსენიო.

ვაკვირდებოდი და მიკვირდა იშვიათი საქმის პროფესიონალია ჩვენი, ყველა მედპერსონალი. ჩვენი დროის კოვიდთან მებრძოლი გმირები ხართ თქვენ!

და ბოლოს… სახადივით არისო, ყველამ უნდა მოიხადოსო… არა მგონია… მჯერა, რომ თუ გაუფრთხილდებით თავს და გარშემო მყოფებს, თავიდან აირიდებთ, ამიტომ ატარეთ ყველგან პირბადე, თუ იცით, რომ სიმპტომი გაქვთ, ნუ გახვალთ გარეთ. დაინდეთ ადამიანები, ძალიან მარტივია…..
მადლობა ჩემს ყველაზე დიდი სიმდიდრეს, ძალას და იმედს, ჩემს ოჯახს, რომლის ძალითაც ეს ყველაფერი გადავიტანე, მეიმედებით❤
მადლობა ბოკერიას სახელობის კლინიკის „ევექსის“ ყველა ექიმს და ექთანს გაწეული შრომისა და თავგანწირვისთვის,

ასეთი სითბო სიყვარული და თავდადებით ბრძოლა პაციენტებისთვის არსად მეგულება, როგორიც ბოკერიას კლინიკაშია. მიყვარხართ და მეიმედებით თითოეული თქვენგანი. თქვენ ჩვენი დროის გმირები ხართ ნამდვილად.

და კიდევ, მადლობა მინდა გადაუხადო ნინოწმინდის ჰოსპიტალის და მთელი ჯავახეთის იმედს, ყველაზე მაგარ ექიმს ქალბატონ ლუარა დემეტრაძეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g