LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თექის ექსკლუზიური კოლექცია დიზაინერ ეკა ჯოლოგუასგან

306

დიზაინერი ეკატერინე ჯოლოგუა მომხმარებელს ქართულ მაღალხარისხიან პროდუქციას სთავაზობს, რომლის შეძენაც სოციალური ქსელი საშუალებითაა შესაძლებელი. თექის ნივთების შეუზღუდავი არჩევანი: სამოსი, აქსესუარები, დეკორაციული ნივთები, ექსკლუზიური თექის ჩექმები, რომელსაც ანალოგი არ ყავს. კონკრეტულად რას გვთავაზობს დიზაინერი და სად შეგვიძლია შევიძინოთ მის მიერ შექმნილი ნივთები?

-როდის და რატომ გადაწყვიტეთ თექაზე მუშაობა?

ოთხი წლის წინ, ზაფხული გავატარე სვანეთის ერთ ლამაზ სოფელში. მინდა გითხრათ, სვანეთში სამთავრობო თუ არასამთვრობო, მრავალი მუშა პროექტი ხორციელდება, რომლის მეშვეობითაც ბავშვები სხვადასხვა ხელსაქმეს ეუფლებიან. ნამდვილად საინტერესო სანახავი იყო, მთების ფონზე, ძველ ქართულ ნაქარგობაზე მომუშავე გოგობიჭები. მათი ნაწილი თექაზე მუშაობდა. სვანეთში, გარდა იმისა რომ თექაზე მუშაობენ, მატყლსაც, რომლითაც იქმნება თექა, თავად წეწავენ. ბავშები ფლობენ ისეთ ცოდნას, როგორიცაა მატყლის აწეწვა, დამუშავება, შეღებვა. არ დაეზარათ, ამიხსნეს ძირითადი პრინციპები. დანარჩენი კი, უკვე ბარად დაბრუნებულმა, დამოუკიდებლად შევისწავლე.

რა სახის პროდუქციის დამზადებას სთავაზობთ მომხარებლებს ?

ვცდილობთ, მომხმარებელს მრავალფეროვანი პროდუქტი შევთავაზოთ. ჩვენთან თექის ნივთების შეუზღუდავი არჩევანია: სამოსი, აქსესუარები, დეკორაციული ნივთები ოთახის ინტერიერისათვის, ჭაღები, ხეებიც კი. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ შემკვეთს მიეცეს ერთი ნივთის სხვადასხვაგვარად ტარების შესაძლებლობა – ეს ერთგვარი დამატებითი სერვისია. თუნდაც, ერთი და იგივე თექის ყვავილი მყიდველს შეუძლია ატაროს სხვადასხვა სახით.  იგივე შემიძლია ვთქვა შარფებზე, ხელთათმანებზე, ქუდებზე. თექის ნივთების გარდა, სახელოსნოში ასევე მზადდება ძველი ქართული ნაქარგები, სამკაულები თიხისგან, მინიატურები, დეკუპაჟი  და ბატიკა. რაც მთვარია, თითოეული ნივთი მზადდება თანამედროვე ტექნოლოგიით.   

-რაზე მუშაობთ ამ ეტაპზე?

-მთავარი იდეა რასაც სახელოსნო ემსახურება, ტრადიციებზე დაყრდნობით, თანამედროვე პროდუქციის შექმნაა. სახელოსნო ამ ეტაპზე თექის ფეხსაცმლების ახალი ხაზის შექმნაზე მუშაობს,  სადაც სამი სხვადასხვა ხელსაქმექარგვა, თექა და ტყავზე მუშაობა გაერთიანდება.

-რა გაქვთ გამორჩეული და ყველაზე მოთხოვნადი სახელოსნოში?

-ჩვენი უმთავრესი პროდუქტი თექის ფეხსაცმელია, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურად შეკერილ, საგარეო ფეხსაცმელს. ის ექსლკუზიურია, რადგან, როგორც არ უნდა ვეცადოთ, არასოდეს მოხერხდება ზუსტი ასლის დამზადება.   ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ხელსაქმით დაკავებულ ნიჭიერ ადამიანებთან. ამ ეტაპზე ახალი მიმართულება გვაქვსბისერებით ქარგვა. მზადდება სამკაულები ბისერებისგან და ძვირფასი ქვებისგან, რაც ძალიან მოსწონს მომხმარებელს.

-უცხოელები თუ ინტერესდებიან თქვენი ნამუშევრებით?

წლევანდელ ზაფხულს, სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონი ტურისტების საკმაოდ დიდ ნაკადს მასპინძლობდა. ბევრმა სახელოსნოშიც მოგვაკითხა. საოცარი ინტერესით იღებდნენ მონაწილეობას იმ ნივთების შექმნის პროცესში, რომელსაც მოგვიანებით ყიდულობდნენ. ვფიქრობთ, მომავალში შევძლებთ სახელოსნოს პროდუქციის ინტენსიურ ექსპორტს საზღვარგარეთ.

-სად შეგვიძლია შევიძინოთ თქვენ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და როგორ ემსახურებით რეგიონებში მყოფ მომხარებლებს?

ძირითადად ონლაინ შეკვეთებზე ვმუშაობთ – როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორაციულ შეკვეთებზე. სოციალურ ქსელ facebook-ზე გვაქვს გვერდი ,,Teka(felt)-თექა“, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ნივთების ფოტოკატალოგი. შემკვეთს შეუძლია, შეკვეთილი ნივთის შექმნის პროცესს მიადევნოს თვალი ფოტომასალის საშუალებით. დამზადებული ნივთი შემკვეთს ფოსტის საშუალებით, ნებისმიერ ქალაქში ეგზავნება.

 

5 ლარი

5lari

15 ლარი

15lari

20 ლარი

20lari 1

20lari

35 ლარი

35lari

40 ლარი

40lariii

40 lari

45 ლარი

45 lari.....

45 lari...

45 lari

50 ლარი

50lariii

75 ლარი

75 lari

80 ლარი

80 lari

85 ლარი

85lari

95 ლარი

95 lari

100 ლარი

100lariiii

100

100lari1

130 ლარი

130lari

150 ლარი

150 lariii

150lariii

150lari3

150larii1

170 ლარი

170lari1

170lari2

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები