LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თექის ნაძვის ხეები ქართულ ბაზარზე

277

თექის ქართული სახელსონო ,,თექამისის’’ ნაძვის ხეები უკვე გაყიდვაშია. როგორც ,,ფორტუნას’’ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თამუნა სუთიძემ განუცხადა, 2015 წლისთვის დამზადდა ნაძვის ხეები, ნაძვისხის სათამაშოები და აქსესუარები.

,,თექამისის’’ საახალწლო კოლეციის შეძენა მომხმარებელს სახელეოსნოში, გრიბოედოვის N 16-ში შეუძლია, ფასები 15-დან 50-ლარამდე მერყეობს.
ასევე, ახალი კოლექცია 18-დან 20 დეკემბრის ჩათვლით სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ,,ქარვასლაშიც’’ გამოიფინება.

,,თექამისი’’ ჯერჯერობით ერთი მაღაზის მფლობელია. მაღაზია, რომელიც ბათუმში მდებარეობს დიდი პოპულარობით სარგებლობს. სახელოსნო თექის ნაწარმის გარდა დეკორატიული შუშის ნაკეთობებსაც ამზადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები