ტექნიკური ხარვეზის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მასთან დასაკავშირებელ ალტერნატიულ ნომრებს აქვეყნებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
„თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:
- 599842206
- 598087761
- 577011139
- 577011174
- 591544384
- 591946840
- 591946870
- 591544375
ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.