LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტექნიკური მოლაპარაკებები შავ ზღვაში ცეცხლის სრული შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის შესახებ ახლო აღმოსავლეთში დაუყოვნებლივ დაიწყება“- თეთრი სახლი

163
ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის განცხადებით, ტექნიკური მოლაპარაკებები შავ ზღვაში ცეცხლის სრული შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის შესახებ ახლო აღმოსავლეთში დაუყოვნებლივ დაიწყება.

განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში „ხანგრძლივი მშვიდობის უნდა დასრულდეს”.

ასევე ორი ლიდერი შეთანხმდნენ „ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე” ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები.

თეთრი სახლის თანახმად, ამ პუნქტებზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.

„ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ეს მოიცავს ძალიან დიდ ეკონომიკურ გარიგებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას მას შემდეგ, რაც მშვიდობა მიიღწევა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g