LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავა

243
news-7625-1538346117

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები – ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავლენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სილაბუსებით გათვალისწინებული მასალების ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მიწოდებას უზრუნველყოფს.

ელექტრონული კომპონენტებით სწავლის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტი დეტალურ ინფორმაციას ვებგვერდისა და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გაავრცელებს, – აცხადებენ სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები