LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნოლოგიურ ინსტიტუტამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

182

თბილისში მშენებარე ტექნოლოგიურ ინსტიტუტამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 511 ათასი ლარია. საუბარია ბობ უოლშის ქუჩიდან მშენებარე ინსტიტუტის ეზომდე მისასვლელ გზაზე.

ტექნოლოგიურ ინსტიტუტს „ქართუ ჯგუფი“ დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებს. მას საფუძველი 2016 წლის მაისში ჩაეყარა.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ინსტიტუტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g