სააქციო საზოგადოებამ „ტერა ლიზინგი“, რომელიც ორიენტირებულია ზრდაზე, ტექნოლოგიურ განახლებასა და ინდივიდუალური შეთავაზებების განვითარებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წარმოება, ავტომობილების ბაზარი, სამედიცინო სექტორი, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა, ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარს ახალი პროდუქტი – ავტო ლიზინგი შესთავაზა.
ბექა ვახტანგიშვილი, ტერა ლიზინგის პროდუქტების განვითარების დირექტორი:
– ტერა ლიზინგი უკვე ორი წელია, რაც ქართულ ბაზარზეა. 2023 წლის ივნისში წარვდექით საზოგადოების წინაშე. თავდაპირველად ფუნქციონირება დავიწყეთ ტერა ბანკის ფარგლებში, როგორც ერთ-ერთმა დეპარტამენტმა. საწყის ეტაპზევე კარგი შედეგები გვქონდა – უკვე 2023 წლის ბოლოს ჩვენმა პორტფელმა 17 მილიონ ლარს გადააჭარბა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, კონკრეტულად კი აპრილიდან, სააქციო საზოგადოებად ჩამოვყალიბდით და ტერა ბანკის შვილობილ კომპანიად ვიქეცით. ჩვენი პორტფელი, მიმდინარე მდგომარეობით, უკვე 50 მილიონ ლარს უახლოვდება. შედეგად, ქართულ სალიზინგო ბაზარზე მეორე ადგილზე გადავინაცვლეთ. ცხადია, ვაგრძელებთ ზრდას, არსებული პროდუქტების განვითარებას და ახალი პროდუქტების დამატებას.

ლიზინგი საკმაოდ მოქნილი დაფინანსების ინსტრუმენტია, დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, განსაკუთრებით ზრდაზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის, ანუ ვინც გეგმავს საკუთარი საწარმოს გადაიარაღებას ან გაფართოებას. უზრუნველყოფას წარმოადგენს თავად ის აქტივი, რისი დაფინანსებაც ხდება.
თუკი აქამდე მხოლოდ ინდუსტრიულ მიმართულებებზე ვიყავით ფოკუსირებულნი, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა საცალო პროდუქტების შეთავაზების კუთხითაც. ვცდილობთ, ჩვენი პროდუქტები ბაზარზე არსებულ საჭიროებებს მოვარგოთ.
ერთი თვეც არ არის, რაც ახალი პროდუქტი – ავტო ლიზინგი შევთავაზეთ მომხმარებელს. თითქმის ყველა ავტოცენტრთან ვიწყებთ თანამშრომლობას და როგორც ბიზნესს, ისე საცალო მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ცენტრიდან ახალი ავტომობილი გამოიყვანონ სწორედ ტერა ლიზინგის დაფინანსებით. ჩვენი ახალი პროდუქტის მიმართ ინტერესი მხოლოდ მზარდია, დაფინანსებასაც აქტიურად გავცემთ და კომუნიკაციაც ინტენსიური გვაქვს პოტენციურ კლიენტებთან.

ჩვენთან ავტო ლიზინგის პროცესი არის ძალიან სწრაფი, ფაქტობრივად, იმავე დღეს არის შესაძლებელი ავტომობილის შეძენა. აუცილებელი წინაპირობა არის მხოლოდ ის, რომ ადამიანს ან კომპანიას ჰქონდეს თანხობრივი თანამონაწილეობა (5%-დან ზემოთ), ძირითად ნაწილს ტერა ლიზინგი აფინანსებს. ჩვენი ახალი პროდუქტით სარგებლობისთვის საკმარისია ჩვენთან დაკავშირება როგორც ვებგვერდის და სოციალური ქსელების, ისე ჩვენი პარტნიორი ავტოდილერების მეშვეობით.
ეტაპობრივად ვგეგმავთ, საახალწლო პერიოდშიც და სამომავლოდაც, სხვადასხვა შეთავაზება წარვუდგინოთ ბაზარს, გვქონდეს აქციები, წამახალისებელი პირობები, რათა ხელი შევუწყოთ ახალი ავტომობილების გაყიდვას.
გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები – 2026 წლისთვის დაგეგმილი ჩვენი პორტფელი უკვე 100 მილიონ ლარს გადაცდება. ასევე დაგეგმილი გვაქვს სალიზინგო პროდუქტების სხვა ბაზრებისთვისაც შეთავაზება, მაგალითად, ისეთი პროდუქტის, როგორიცაა მოძველებული ავტომობილის ჩანაცვლების და ახალი ავტომობილის გამოყვანის სერვისი.