LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ტერაბანკი” – საბანკო ბაზარზე ახალი სახელი გამოჩნდა

100

”კორ სტანდარტ ბანკმა” სახელი შეიცვალა. 17 წლიანი საბანკო მოღვაწეობის შემდეგ, ბანკი ბაზარზე ახალი სახელწოდებით გამოვიდა. ”ტერაბანკი” – ასე ჰქვია განახლებულ ”კორ სტანდარტ ბანკს”, რომელიც მომხმარებლის წინაშე განსხვავებული კონცეფციის საბანკო მომსახურებით, უშუალო და მყუდრო გარემოთი წარსდგა.

შეცვლილი სახელით, ფერებით და ინტერიერით ”ტერაბანკის” ავლაბრის ფილიალი დღეს ქეთევან დედოფლის გამზირზე გაიხსნა. მომხმარებლებს განახლებული სერვისით სარგებლობა პეკინის ფილიალშიც შეუძლიათ.

განსხვავებული კონცეფციის ბანკში მისულ მომხმარებელს სახლის მსგავსად მოწყობილი ინტერიერი, ბუხარი, რბილი ავეჯი და დეკორატიული ფოტოები დახვდება. როგორც ”ტერაბანკში” აცხადებენ, ფილიალში ყველაფერი იმისთვისაა შექმნილი, რომ მომხმარებელმა უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურება კომფორტულ და მისთვის ახლობელ გარემოში მიიღოს.

”სწორედ მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება გახდა რებრენდინგის დაწყების მთავარი მიზეზი. ერთი წლის წინ ბანკის ბიზნეს სტრატეგია შეიცვალა და ძირითად სამიზნე აუდიტორიად მცირე და საშუალო ბიზნესი განისაზღვრა. შესაბამისად, საჭირო გახდა ბანკის იერსახის, საკომუნიკაციო სტილისა და ინტერიერის ცვლილება იმისთვის, რომ აღნიშნული სეგმენტისთვის ხარისხიანი საბანკო მომსახურების გაწევა მათთვის კომფორტულ გარემოში მომხმარიყო”, – განაცხადეს ”ტერაბანკში.

მათივე ინფორმაციით, ბანკის რებრენდინგს დამფუძნებლებმა და სამეთვალყურეო კომპანია ”დაბი ჯგუფმა” მხარი დაუჭირეს. ”ტერაბანკის” ძირითადი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანია. ნაჰაიანი საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიციას ფლობს და, როგორც ცნობილია, ის ამ თანხის მოცულობის გაზრდას გეგმავს.

”ტერაბანკის” გახსნის ღონისძიებას ბანკის აქციონერთა ჯგუფის წევრები, მენეჯმენტი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g