LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტი სომალიში: დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

36

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Africanews-ი წერს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 18 დაღუპულის შესახებ.

ტერორისტებმა ორი ავტომობილი ააფეთქეს. ერთი – პრეზიდენტის სასახლესთან, მეორე კი, სასახლესთან ახლოს მდებარე სასტუმროსთან. აფეთქებას სროლაც მოჰყვა. შედეგად 5 ტერორისტი დაიღუპა, ერთმა მიმალვა მოახერხა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა “აშ-შაბაბმა“ აიღო, რომელიც „ალ-ქაიდასთანაა“ დაკავშირებული.

ცნობისთვის, სომალი ტერორისტების სამიზნე გასული წლის ოქტომბერშიც იყო; მაშინ ტერაქტების შედეგად 512 ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები