LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ტერასა” მომხმარებელს განსხვავებულ სასმელებსა და კოქტეილებს სთავაზობს

165

ტერასამომხმარებელს ქართულ და ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. როგორც რესტორნის დამფუძნებელმა მაია სიდამონიძემფორტუნა პლუსსგანუცხადა”, ტერასაზეაქცენტი გაკეთებულია გრილზე.

ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძია ქართული ღორის ნეკნები მეგრული აჯიკის სოუსითრომელიც საავტორო რეცეპტით მზადდება და არის ექსკლუზიური. რაც შეეხება სასმელებს, ამ სეზონზე მომხმარებელს ვთავაზობთ ფეიხოას სხვადასხვა სასმლებს”, – აღნიშნა სიდამონიძემ.

მისივე ინფორმაციით, ტერასაზე მისულ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ სპეციალური გაფორმებით მომზადებული სხვადასხვა კოქტეილები, როგორებიცაა ვაშლის და დარიჩინის მაიტაი, ციტრუსის ლონგ აილენდი , მარწყვის და წიწაკის სასმელი.

ტერასასხშირად სტუმრობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ცნობილი სახეები. განსაკუთრებული პოპულარობით რესტორანი სარგებლობს ზაფხულის პერიოდში, იქიდან გამომდინარე რომ ამინდები ხელს გვიწყობს მოსულ სტუმრებს უკვე შეუძლიათ გარეთ დასხდნენ და დატკბნენ ქალაქის ულამაზესი ხედებით”,- განმარტა რესტორნის დამფუძნებელმა.

ტერასა მდებარეობს კაკაბაძის 7 ნომერში, სასტუმრო Hotel Terrace Boutique-ის მეხუთე სართულზე, სასტუმროში ნომრის ფასი 120$-დან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები