კორონავირუსის ვაქცინა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გაიკეთა. ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე წერს.
“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი აცრა გავიკეთე. ვაქცინა უსაფრთხო, ეფექტური და უმტკივნეულოა. გაიკეთეთ აცრა. ერთმანეთის დაცვით ვირუსის დამარცხებას შევძლებთ“, – წერს 64 წლის ტერეზა მეი.
I just had my first Covid-19 jab. It is safe, effective & painless.
When it’s your turn, please #TakeTheVaccine. Only by protecting each other can we defeat this virus.
Thanks to all the brilliant researchers, volunteers, NHS & military personnel for their truly heroic efforts. pic.twitter.com/I74lKRPVlB
— Theresa May (@theresa_may) February 26, 2021
დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია 2020 წლის 8 დეკემბერს დაიწყო.