ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის დედაქალაქში პრინცთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე თავსაბურავის გარეშე მივიდა. ტერეზა მეიმ ჰილარი კლინტონის, მიშელ ობამას და სხვა დასავლელი პოლიტიკოსი ქალების მსგავსად ქალებისთვის არაბეთში მიღებულ ჩაცმულობაზე უარი განაცხადა.
სამეფოში ქალებისთვის კონსერვატიული დრესკოდი მოქმედებს, კოჭებამდე სიგრძის კაბა და თავსაბურავი, მათ არ აქვთ მანქანის მართვის უფლებაც, თუმცა ამ პროტოკოლს დასავლელი სტუმრები თითქმის არასოდეს იცავენ.
ტერეზა მეი იმედოვნებს, რომ შეძლებს, საუდის არაბეთში დაჩაგრული ქალები გაამხნეოს და აჩვენოს, „რისი მიღწევა შეუძლიათ ქალებს“.
„ჩემთვის, როგორც ქალი ლიდერისთვის და როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის საჭირო ურთიერთობების გაღრმავება, ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ვაჭრობისთვის.
მაგრამ, ამასთანავე, იმედი მაქვს, ხალხი აღმიქვამს როგორც ლიდერ ქალს დაინახავენ, რამდენი რამის მიღწევა შეუძლიათ ქალებს, როგორ მნიშვნელოვან თანამდებობებზე შეუძლიათ მუშაობა“,-განაცხადა მეიმ.
