თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. უწყების ცნობით, ტერიტორიული, ანაზღაურებადი რეზერვი სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას წარმოადგენს და ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს.
რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-იდან 51 წლამდე პირები, მათ შორის, სტუდენტები 18-იდან 22
წლის ჩათვლით. მიღებისას რეზერვისტს 4-წლიანი კონტაქტი უფორმდება. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს
20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ხელფასს სრულად იღებენ.
- თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4218 ლარია.
- ტერიტორიულ რეზერვში გაწვევა/ჩარიცხვა ხდება ტერიტორიული (რეგისტრაციის ადგილის) პრინციპით რეზერვისტების საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება.
შეკრებაზე გამოცხადების თარიღები წინასწარ არის ცნობილი. მომზადების კურსის მთავარი მიზანია, საველე შეკრებებზე რეალური
საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და
სამართლებრივი დაცვით, ასევე, ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით.
თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-იდან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს – ანაზღაურება სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით, 500-იდან 8 ათას ლარამდეა
უწყების ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი. BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს.
რეზერვში მიღება რეგისტრაციისა და სამხედრო სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე ხორციელდება. საბუთების მიღება მიმდინარეობს სამუშაო დღეების განმავლობაში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
- ქ. თბილისი, ეროვნული გვარდია, გორგასლის ქ. #89; ტელ: 595 05 06 85; 595 06 03 44
- ქ. ქუთაისი, ფ. ვარლამიშვილის ქ.#52; ტელ: 591 19 60 70 ქ. თელავი – ეროვნული
გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა, თამარის ქ. N36; ტელ: 591 17 55 03; - გარდაბნის რ-ნი სოფ. მთისძირი – წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ ტელ: (995)
577 19 82 83 - ქ. სენაკი – დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა, ცერცვაძის ქ. #1 ტელ: 595 80 49 42 ქ. ბათუმი – ეროვნული გვარდიის მე
– 10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა, ადლიის ქ.# 76, ტელ: 591 17
55 14; 577 19 73 05 - ქ. ახალციხე, კოსტავას ქ. #1 ტელ: 591 55 05 68; 577 19 23 90
შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაციაც: onlinebct.mod.gov.ge