ცნობილი გახდა ზუსტი თარიღი, როდის გამოვა „ტერმინატორის“ მეექვსე ნაწილი დიდი ეკრანებზე. არნოლდ შვარცენეგერისა და ჯეიმს კემერონის ერთობლივ ნამუშვარს საზოგადოება 2019 წლის 26 ივლისს იხილავს.
„ეს იქნება პირველი და მეორე ნაწილების გაგრძელება“, – განაცხადა კემერონმა. ფილმში შვარცენეგერს პარტნიორობას ლინდა ჰემილტონი გაუწევს, რომელიც სარა კონორის სახელით არის ცნობილი.
