საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანიამ „თერმოინდუსტრია“ ახალი შოურუმი „ბუდე პლუსი“ გახსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 5.5 მლნ ლარს შეადგენს, რაც ფართის შეძენას და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.
აღნიშნული პროექტი თბილისში, გ.ამილახვრის #1-ში, 10 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა და ის შოურუმს, სასაწყობე სივრცესა და საოფისე ფართებს აერთიანებს.
შოურუმში წარმოდგენილია გათბობა-გაგრილების, მზის სისტემებისა და ჭკვიანი სახლის პრემიუმ ხარისხის პროდუქცია. მომხმარებლებს შოურუმში ისეთი ექსკლუზიური ბრენდები დახვდებათ, როგორებიცაა: ვისმანი, იტალთერმი, ისიეი და 80-ზე მეტი სხვა ბრენდი.
„საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა წლებია უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენმა დიდი ხნის პარტნიორმა კომპანიამ „თერმოინდუსტრია“, ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთი, ახალი შოურუმი – „ბუდე პლუსი“ გახსნა. მიმაჩნია, რომ ეს კომპანიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ წლებია ვპარტნიორობთ და ძალიან ვამაყობთ ამ თანამშრომლობით, რადგან კომპანია მუდმივად ცდილობს უფრო მეტად განვითარდეს, გაძლიერდეს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას”, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ალექსანდრე წულუკიანმა.
(R)