LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თერმოსკრინინგი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდ ტესტირება – ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი

163
BeFunky-collage (3)

„თერმოსკრინინგი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდ ტესტირება, რადგანაც სიმპტომური პაციენტების 95%-ს აღენიშნება ტემპერატურა“, – ამის შესახებ “ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სწორედ თერმოსკრინიგის საშუალებით ხდება ყველაზე მთავარი სიმპტომის აღმოჩენა.

„თერმოსკრინიგს სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდ ტესტის ჩატარება, იმიტომ, რომ სიმპტომური პაციენტების 95%-ს აღენიშნება ტემპერატურა. ამ გზით ჩვენ მთავარ სიმპტომს აღმოვაჩენთ.

ჩვენ გვაქვს 95%-ი ალბათობა, რომ სიმპტომიანი ფორმის მქონე დაინფიცირებულ ადამიანებში დროულად გამოვავლინოთ ვირუსი. თერმოსკრინინგს და მის შედეგებს უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად. არ შეიძლება ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მისი უგულვებელყოფა, ამაზე სწორი რეაგირება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

სეზონური გრიპისა და კორონავირუსის თანხვედრამ შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს – ეპიდემიოლოგი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g