LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერზა მეის თავის მოკვეთას აპირებდა

78

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე ტერეზა მეიზე თავდასხმის ორგანიზატორი მისთვის თავის მოკვეთას აპირებდა, – ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი, 20 წლის ნააიმურ ზაქარია რაჰმანი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან ბომბის აფეთქებას, შემდეგ კი ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაცვის ნეიტრალიზებას და შენობაში შესვლას გეგმავდა.

რაჰმანი გასული წლის ნოემბერში დააკავეს, როდესაც სპეცსამსახურების თანამშრომელი, რომელიც თავს მის თანამოაზრედ ასაღებდა, „ასაფეთქებელი მოწყობილობის“ გადასაცემად შეხვდა.

პროკურორის მაიკ ჰეივუდის განცხადებით, ეჭვმიტანილი ტერაქტების სამიზნეებად სამხედრო ობიექტებს და ბრიტანული კონტრდაზვერვის სამსახურის შტაბ ბინასაც განიხილავდა და მზად იყო თვითმკვლელობისთვის, რათა შემდგომში „72 ქალწულთან ერთად სამოთხეში მოხვედრილიყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g