LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილს პატიმრობა შეეფარდა

106

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, – აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ბრალდების მხარე მოითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა ალტერნატივის სახით დაცვის მხარე მზად იყო სასამართლოსთვის გირაო 10 000 ლარის ოდენობით შეეთავაზებინა.

ანატოლი ბერძენიშვილს გამოძიება ახმეტ ჩატაევის დახმარებას ედავება.

წინასასამართლო სხდომა 22 თებერვალს ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g