LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორიზმში ბრალდებული რუსლან ალდამოვი ეჭვობს, რომ მაჩალიკაშვილი შეცდომით, მის ნაცვლად მოკლეს

93

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული, ტერორიზმში ბრალდებული რუსლან ალდამოვი ეჭვობს, რომ სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილი შეცდომით, მის ნაცვლად მოკლა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ალდამოვის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ესაუბრა. როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ალდამოვი ამბობს, რომ სახლიდან გაყვანისას სპეცრაზმი აკვირდებოდა და სახელს ეკითხებოდა:

მითხრა, რომ აქვს ეჭვი, გამიზნულად, არა გამიზნულად არ ვიცი, მაგრამ იყო დაგეგმილი მისი ლიკვიდაცია და მისი პიროვნება შეეშალათ თემირლან მაჩალიკაშვილის პიროვნებაში”-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩატაევთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და ამის მტკიცებულებაც არ არსებობს.მარიამ კუბლაშვილი ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილსა და დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში კიდევ ერთი ექსპერტიზის ჩასატარებლად ხვალ ჩავლენ. ადვოკატის  თქმით, ბალისტიკურ ექსპერტიზას ის არ ენდობა და ყველა დეტალის ხელახლა გადასინჯვას გეგმავს. კუბლაშვილის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება განადგურებულია.

magti 5g