LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Terranova-ს ახალი მაღაზია ისთ ფოინთში იხსნება

173

5 ნოემბერს სავაჭრო და გასართობ ქალაქ ისთ ფოინთში მაღაზია Terranova იხსნება. Terranova-ს წარმომდგენია კომპანია ”ჯითექსი”, რომელიც ბაზარზე 22 მაღაზიითა და ისეთი ბრენდებითაა წარმოდგენილი , როგორებიცაა OVS, Penti, Enza Home, English Home, collezione, Lotto, Sinequanone.

Terranova წარმოადგენს მამაკაცის, ქალის, ბავშვისა და თეთრეულის კოლექციას Mia Terranova. ყოველდღიური სამოსი, ყოველთვის ახალი, მოდური იმიჯი და დაბალი ფასები – ეს არის Terranova-ს სტილი.

ისთ ფოინთში მდებარე მაღაზიაში გახსნასთან დაკავშირებით სპეციალური აქცია იმოქმედებს. 5-8 ნოემბერს ყველა მომხმარებელს ყოველ 50-ლარიან შენაძენზე 15-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემა, რომლის განაღდებაც შემდეგ შენაძენზე 13 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი.
სწრაფი მოდის ტენდენციებზე მორგებული ბრენდი მომხარებელს საშუალებას აძლევს მცირე დანახარჯით გამოიყურებოდეს მოდურად. მაისურების შეძენა შესაძლებელია 9 ლარიდან, კაბები 15 ლარიდან, შარვლები, სვიტერები და ჯინსები 25 ლარიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g