გამოცემა The New York Times-მა „ტესლას“ რეკლამის გადაღების დროს მომხდარი კურიოზული შემთხვევა გაიხსენა. დაახლოებით 5 წლის წინ ამერიკული კომპანია უპილოტო სისტემაზე სარეკლამო რგოლს იღებდა და ბუნებრივია, ამ სისტემას აქებდა და ადიდებდა. თუმცა, პირველივე დუბლის დროს ელექტროქარი საგზაო წინაღობას დაეჯახა და სერიოზული დაზიანებები მიიღო. თანაც, ამ დროს მოდელი მთლად მარტოც არ გადაადგილდებოდა.
რეკლამის ავტორთა ჩანაფიქრის მიხედვით, ელექტრომობილს ქალაქის ქუჩებში უნდა გაევლო და შუქნიშნები თუ გზაჯვარედინები დამოუკიდებლად უნდა გადაელახა. ვიდეოს დასასრულს „ტესლა“ კომპანიის ოფისის წინ უნდა დაპარკინგებულიყო.
კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გაიხსენა რომ გადაღების დროს ავტომობილი დაიმტვრა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სპეციალისტებს მოედანზე ახალი ელექტროქარის გამოძახება მოუხდათ.
