ილონ მასკმა Tesla Cybertruck–ის სერიული ვერსიის დაპროექტება დაასრულა. ამერიკული კომპანიის მეთაურის განცხადებით, ინჟინერებმა ელექტროპიკაპის საბოლოო დიზაინი დაამტკიცეს და მოდელი კონვეიერზე წლის ბოლოს დადგება.
მიუხედავად იმისა, რომ Tesla Cybertruck–ის დიზაინი შეჯერდა, უცნობია თუ როგორი იქნება ელექტროპიკაპის სერიული ვერსია და რამდენად განსხვავებული იქნება ის ორიგინალი პროტოტიპისგან. მასკმა მხოლოდ ის თქვა, რომ „ეს იქნება წარმოუდგენელი ავტომობილი“–ო. ამ არაჩვეულებრივი ავტომობილის პირველი მოდელები კონვეიერზე ამ წლის ბოლოს დადგება და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, ზოგიერთი მყიდველი თავის ავტომობილს 2022 წლის დაწყებისთანავე მიიღებს.
Cybertruck–ის მასობრივი წარმოება უკვე მომავალი წლიდან იგეგმება. ავტომობილს ტეხასის შტატში მდებარე ქარხანაში გამოუშვებენ. ილონ მასკმა დააზუსტა, რომ პიკაპის პირველი ეგზემპლარები ყველაზე მძლავრი იქნება და 3 ელექტროძრავით დაკომპლექტდება.