LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla დღეში 1000 ელექტრომობილს აწარმოებს

cars

ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ელექტრომობილების ბაზარზე ნამდვილი ლიდერი გახდეს და წარმოება მაქსიმალურად გაზარდოს. იდეის ავტორი ბრენდის სულისჩამდგმელი ილონ მასკი გახდა. მილიარდელმა თავის თანამშრომლებს ოფიციალური წერილითაც კი მიმართა, სადაც აღნიშნა რომ გეგმა ნაწილობრივ უკვე შესრულებულია. ბიზნესმენმა გადაწყვიტა, რომ დღეში 1000 Model 3 შექმნას და ამასთან სუპერქარის ხარისხიც უცვლელად უნდა შენარჩუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის Tesla–ს ელექტრომობილებს მხოლოდ ერთ ადგილას, კალიფორნიის შტატში, ფრიმონტის ქარხანაში აწყობენ, ცოტა ხანში კი ახალი საწარმო ჩინეთშიც გაიხსნება. Tesla model 3 ყველაზე დაბალფასიანი ელექტრომობილია და მისი საწყისი ღირებულება 35 ათასი დოლარი, სვლის მარაგი კი 350 კმ–ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g