ანალიტიკურმა სააგენტო Jato Dynamics-მა წლევანდელი წლის მონაცემები შეისწავლა და ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები გამოავლინა. როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, მხოლოდ გასულ წელს 1,28 მილიონი ავტომობილი გაიყიდა და ყველაზე მოთხოვნადთა შორის Volkswagen Golf და Opel Corsa ლიდერობენ. Tesla Model 3-მა კი პირველი ადგილი ელექროქარებს შორის დაიკავა.
2019 წლის სექტემბერში ევროპული ბაზარი 14,4%-ით გაიზარდა, მთლიანი წლის შეფასებით კი ზრდა 1,6%-ია. ამასთან, მხოლოდ გერმანიაში გაყიდვების ზრდა 22,4%-ია, რაც დაახლოებით 245 ათას ავტომობილს ნიშნავს. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი მაჩვენებელი რუმინეთში დაფიქსირდა, სადაც ბაზრის ზრდამ 111,9% შეადგინა.
ევროპელთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ბენზინის ძრავიანი ავტომობილები სარგებლობენ. მათი წილი სექტემბრის თვეში 59% იყო. მეორე ადგილს 29%-ით დიზელი იკავებს და „მწვანე“ მანქანები მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ. ამ უკანასკნელთა სიაში ელექტროქარები და ჰიბრიდები გააერთიანეს და მათი გაყიდვის საერთო წილი 10%-ია.
და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ტოპ-25 ყველაზე გაყიდვად მოდელს შორის არის – Volkswagen Golf, Opel Corsa, Renault Clio, Mercedes-Benz A-Class და Ford Fiesta. სიას- Volkswagen Polo, Renault Duster, Hyundai Tucson, BMW 3 Series და Ford Kuga ასრულებს.

