LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ხარისხიანი ავტომობილების რეიტინგში ბოლო ადგილზე გავიდა

65
tslrnknws

ანალიტიკურმა კომპანია J.D. Power საავტომობილო კომპანიების რეიტინგი შეადგინა და მთავარი კრიტერიუმი ახალი ავტომობილების ხარისხი იყო. „ტესლამ“, რომელსაც ქარხნული დეფექტების გამო საკმაოდ ხშირად აკრიტიკებენ, ბოლო ადგილი დაიკავა, ყველაზე ხარისხიანთა შორის ლიდერი კი Dodge გახდა.

რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა 100–მდე ავტომობილზე დაწერილი საჩივარი შეისწავლეს. Tesla სიაში პირველად მოხვდა და ექსპერტთა აზრით ყველაზე უხარისხო მანქანები სწორედ მას აქვს. უფრო ზუსტად კი ყოველ 100 ახალ ელექტრომობილზე 250 საჩივარი მოდის, თანაც ეს ინფორმაცია ფაქტობრივად არაოფიციალური ხასიათისაა, რადგან „ტესლა“ 15 შტატში კლიენტების გამოკითხვის უფლებას არ იძლევა.

მიუხედავად ამ შეზღუდვისა, ექსპერტებმა 35 შტატში მცხოვრები1,3 მილიონი  ელექტრომობილის მფლობელი გამოკითხეს და ილონ მასკის კომპანიამ სიაში 250–ე ადგილი დაიკავა.

ყველაზე ნაკლები პრობლემა Dodge–ის ავტომობილების პატრონებს აღმოაჩნდათ, მეორე და მესამე ადგილს Kia და Chevrolet იკავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g