LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ბავშვებისთვის განკუთვნილი ელექტროქარი წარმოადგინა

24

Tesla-მ ბავშვებისთვის განკუთვნილი ელექტროქარი წარმოადგინა. Tesla motors-მა კომპანია  Radio Flyer-თან ერთად Model S-ის საბავშვო ვერსია შექმნა და მისი ღირებულება 499 დოლარიდან იწყება. სათამაშო ავტომობილს დიოდური ოპტიკა, აუდიოსისტემა და საკმაოდ ძლიერი აკუმულატორი აქვს. ელექტროქარის სიგრძე 132 სმ, ხოლო სიგანე 72 სმ-ია. სიახლის მაქსიმალური სიჩქარე 10 კმ/სთ-შია და მისი დამუხტვა ჩვეულებრივი დენცკვიტას მეშვეობითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს Tesla ავტონომიურ ავტობუსს წარმოადგენს. ტრანსპორტი თავისი ანალოგებისგან უფრო მცირე ზომებით იქნება გამორჩეული. მიზეზი კი ისაა, რომ მას არ ექნება მძღოლის კაბინა და მის გამოძახებას მგზავრები გაჩერებაზე დამონტაჟებული სპეციალური ღილაკის მეშვეობით შეძლებენ.

რაც შეეხება Tesla Motors ის 2003 წელს შეიქმნა, 2008 წლიდან კი ცნობილი Tesla Roadster-ის წარმოება დაიწყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები