LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლა“ მაქინაციებში დაადანაშაულეს

679
tesla5123

ამერიკელმა ბლოგერებმა „ტესლა“ დინამიური მახასიათებლების გაყალბებაში დაადანაშაულეს. აღმოჩნდა, რომ 0–60 მილი საათში გახურების გამოსავლენად „ტესლა“ განსხვავებულ მეთოდებს იყინებს, რამაც შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.

მონაცემების გაზომვის მეთოდში შეუსაბამობა Youtube–არხის Engineering Explained–ის ავტორებმა აღმოაჩინეს.

ბლოგერა Tesla–ს ოფიციალური საიტი გახსნა, სადაც ნაჩვენებია, რომ განახლებული Model S–ის 96კმ/სთ–მდე აჩქარების მაჩვენებელი ვარსკვლავის გარეშეა გამოსახული, ხოლო ტოპ–ვერსიები Plaid და Plaid+ ვარსკვლავითაა მარკირებული.

დაბლა კი მცირე ზომის შრიფტით მითითებულია, რომ Model S–ის შემთხვევაში დრო არა დაძვრის მომენტიდან, არამედ ერთი ფუტის ანუ 30,5 სანტიმეტრის გავლის შემდეგ ითვლება. მსგავსი მეთოდი როგორც წესი, დრეგ–რბოლებში გამოიყენება ხოლმე.

Engineering Explained–ის შეფასებით, ერთი ფუტის გავლის დროს ავტომობილს 6 მილი საათში სიჩქარე აქვს აკრეფილი, ანუ ფაქტობრივად „ტესლას“ მიერ დასახელებული მონაცემი იმის შესახებ რომ Model S 0–60 მილამდე მანძილს გადის, სინამდვილეში 6–დან 60 მილამდეა. ორივე შემთხვევაში ამ გარბენს 2 წუთზე მეტი დრო დასჭირდება და მწარმოებლის მიერ დასახელებული 1,99 წამი – მხოლოდ  მარკეტინგული ხრიკია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები